ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონის წინაშე აბსოლუტურად ყველა თანაბარი იქნება
11-07-2014, 02:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოსადმი ნდობა ისევ ჩნდება და კანონის წინაშე აბსოლუტურად ყველა თანაბარი იქნება - ამის შესახებ მან კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზის" გახსნისას განაცხადა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

 


მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპასთან დასაახლოებელი რეფორმები ხარისხიანად ჩატარდეს.

 

 

"ვაპირებთ და ვგეგმავთ, რომ რაც შეიძება მალე მივუახლოვდეთ ევროპას. ჩვენ უკვე გვაქვს ამისთვის შედეგები ბევრ სხვადასხვა სფეროში დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების მხრივ. ეს კარგად იყო დემონსტრირებული ბოლოს ჩატარებულ არჩევნებშიც. ჩვენ ვქმნით ქვეყნის და არჩევნების ახალ ისტორიას. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ძალიან დემოკრატიულად ჩატარდა" - განმარტა პრემიერმა.

 


მისივე თქმით, სახელმწიფო სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, ძალიან ბევრ სხვადასხვა უფლებასა და თავისუფლებას უზრუნველყოფს, რასაც ადრე მოსახლეობა მოკლებული იყო.

 

 

პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოსადმი ნდობა ისევ ჩნდება.

 

"ეს საჭიროა იმისთვის, რომ აბსოლუტურად სამართლიანი სასამართლო სისტემა ავაგოთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონის წინაშე აბსოლუტურად ყველა თანაბარი იქნება. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება უცხოელი მრჩევლების რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა, რადგან სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველო ასევე ასრულებს ვიზა ლიბერალიზაციის გეგმას და ამავე დროს, გადადის გეგმის განხორციელების მეორე ეტაპზე" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

 

მისვე თქმით, წარმატებული რეფორმებია განხორციელებული მიგრაციის მართვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლის, ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის და საზღვრების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

 

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველო გეგმის განხორციელების მეორე ეტაპზე გადავიდეს, რათა ევროპისკენ სვლა ისევ წარმატებით განაგრძოს"- აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" ბათუმში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი