„ქორტიარდ მარიოტში“ ბიზნესკონფერენციაზე ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორია.
„ინვესტიციები ერთი სფეროა, ვაჭრობა კი - მეორე. როგორც ვხედავთ, მას შემდეგ რაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა, 2 წლის შემდეგ ევროკავშირი ახლა არის ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში. ასვეე იგი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. როდესაც მე ვამბობ ევროკავშირს, ვგულისხმობ მის 28 წევრ ქვეყანას. ველოდები, რომ ეს ღონისძიება მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფასოთ თუ რა ხდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კუთხით და დავინახოთ პერსპექტივა“, - განაცხადა ჰერმანმა.
მისივე თქმით, პირველი სექტორი, რომელშიც ვაჭრობის ხელშეწყობა იზრდება, არის სოფლის მეურნეობა.
„უფრო და უფრო მეტ ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ექნება და უკვე აქვს ევროპულ ბაზარზე წვდომა ტარიფების გარეშე. ეს პროცესი გაიზრდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.