უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტთან დაგეგმილ კონსულტაციებში სახელისუფლებო პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პოზიცია ნათელია და ის პრეზიდენტისთვის ცნობილია.
”საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია პრეზიდენტისთვის ცნობილია. შეიძლება უცნობი იყოს ინტერპარტიული ჯგუფის წევრების და არასაპარლამენტო პარტიების პოზიციები, რადგან, ვფიქრობ, შიგნითაც, რაღაც საკითხებზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. მივესალმები კონსულტაციებს, რომელიც პრეზიდენტს მუდმივად უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიასთან, რათა შეძლებისდაგვარად მოაგვაროს ვითარება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მედიატორის როლი იკისროს და შეასრულოს პრეზიდენტის ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს სტაბილურობის გარანტი”, - აცხადებს ვოლსკი.
დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ თუკი მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით ხელახალი მსჯელობა საჭირო იქნება, ისინი ამისთვის მზად არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.