ირაკლი ღარიბაშვილი: ქართული პასპორტები უფრო მიმზიდველი გახდება, მათ შორის, ჩვენი დებისა და ძმების - აფხაზებისა და ოსებისთვის
11-07-2014, 03:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპასთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ქართული პასპორტები უფრო მიმზიდველი გახდება, მათ შორის, აფხაზებისა და ოსებისთვის.

 


ამის შესახებ მან კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზის" გახსნისას განაცხადა და საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

 


მისი განმარტებით, ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოს მოსახლეობისთვის ხანგრძლივი პერსპექტივა არ არის.

 


"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პასპორტები უფრო მიმზიდველი გახდება სხვადასხვა ხალხისთვის, მათ შორის, ჩვენი დებისა და ძმების - აფხაზებისა და ოსებისთვის. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც მოვაწერეთ ხელი და თავისთავად, ეს ახალ პერსპექტივებს ხსნის. საჭიროა, კანონში ცვლილებების შეტანა იმისთვის, რომ გავზარდოთ სტანდარტები და მივუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სურსათის უსაფრთხოებისა და ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობებზე.

 


პრემიერის განცხადებით, ის, რასაც ამ ეტაპზე საქართველომ მიაღწია, დიდი და ტრანსფორმაციის გზის მხოლოდ დასაწყისია.

 


"თავისთავად, ეს ყველაფერი გულისხმობს ძალიან ბევრი რეფორმის გატარებას. აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კერძო სექტორის განვითარებას. უნდა განხორციელდეს რეფორმები, შეიქმნას ფონდები, რომ მოსახლეობისთვის სახსრები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს" - აცხადებს პრემიერი.

 


ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას, გახსნის უფრო მსხვილ ბაზრებს და უფრო გამჭვირვალე და სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს შექმნის.

 


მისივე ვარაუდით, ქვეყანა უცხოური ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება. ამავე დროს, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს.

 


"ეს თუ ასე მოხდა, საქართველო იქნება მაგალითი რეგიონის ქვეყნებში, რომ მათაც მიეცეთ სტიმული რეფორმები განახორციელონ" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 


კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" ბათუმში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი