ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება. მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთთან ლამის დანასისხლად არიან და არა მგონია პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსის შეცვლის პროცესში არსებითი წვლილი შეიტანოს - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ამ შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მისივე თქმით, ყველა პოლიტიკური პარტია გარდა „ქართული ოცნებისა“ თანხმდება, რომ უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული წესი.
„ჩვენი მთავარი ინტერესის საგანი არის საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამაზე არსებობს კონსესუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის, გარდა „ქართული ოცნებისა“. ვთანხმდებით, რომ მაჟორიტარული სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს. ამას ამბობს საკონსტიტუციო გადაწყვეტილება; ამას ამბობს 200 000 ხელმოწერა, რომელიც შევაგროვეთ და მივიტანეთ პარლამენტში. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ამას არ ითვალისწინებს. მთავრობა დიდ დისკუსიას და კამათს მართავს პრეზიდენტთან ყველა საკითხზე და ერთმანეთთან ლამის დანასისხლად არიან, ამიტომ არ მგონია პრეზიდენტმა ამ პროცესში რაიმე არსებითი წვლილი შეიტანოს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, გარდა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისა“ ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, თუ როგორ გაუმჯობესდეს საარჩევნო კოდექსი“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.