უმრავლესობის წარმომადგენელი, გია ვოლსკი, მოსამართლეთა კანდიდატურებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შეფასება კონკრეტული კრიტერიუმებით ხდება, თუმცა, კონსულტაციები მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის აუცილებელია.
„როცა კონსულტაციებზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ ამ კონსულტაციების ქვეყნისთვის საგანგებო მნიშვნელობაზე, როცა უმაღლესი სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს ელაპარაკებიან, თუნდაც კანდიდატურებთან დაკავშირებით, საკითხის ასე პირდაპირ პოლიტიკურ კონტექსტში წარმოჩენა არასწორია“, - აცხადებს გია ვოლსკი.
კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციების გამართვაზე უარს აცხადებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებისადმი მხარდაჭერის საკითხი პარლამენტში ღია საკითხად რჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.