„ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული, კაბინეტური სისტემა, ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავის სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“ - აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პარლამენტში გააკეთა.
როგორც ვაშაძე აცხადებს, ის ტოვებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და ამით უარს ამბობს გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და იწყებს ახალი მოძრაობის შექმნას.
„დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და აშკარა მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს ხვალიდნელი დღის რწმენა, ყველგან უპერსპექტივობა და უიმედობაა. ქვეყანას მართავს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა.
ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს.
ჩვენი ამომრჩევლი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან ელოდებოდა ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებს და ინიციატივებს, მაგრამ ეს არ განხორციელდა! მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას.
ჩვენი მიზანია მოქალაქეებს გავუჩინოთ პერსპექტივა და რეალური შესაძლებლობები განვითარებისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება. ეს შეუძლია მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას.
საჯარო სამსახურში ყოფნის დროს სიახლეების, ინოვაციების, ტექნოლოგიების დანერგვით შევძელით ადამიანის და სახელმწიფოს სრულიად ახალი ურთიერთობის მოდელის დამკვიდრება, მაგალითად - იუსტიციის სახლების სახით.
ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის გზას, სრულიად ახალ პერსპექტივას და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს საქარველოს თითოეულ მოქალაქეს" - აცხადებს ვაშაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.