ნუგზარ წიკლაური „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვაშაძის გადაწყვეტილებას გამართლება არ აქვს.
არ არსებობს არც ერთი მიზეზი და არც ერთი არგუმენტი, რომელიც გიორგი ვაშაძის ნაბიჯს გაამართლებს- აცხადებს წიკლაური. ”ეს გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება მიშა სააკაშვილის და ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს”, - წერს წიკლაური სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება ვაშაძემ ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.