საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირმა ნადირაშვილი გიორგი ვაშაძის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას ეხმაურება. ნადირაშვილის განცხადებით, ვაშაძე საპარლამენტო სიაში ადგილისთვის იბრძოდა და იმიტომ წავიდა.
”არანაირი გარანტირებული ადგილი გიორგი ვაშაძეს სიაში არ ჰქონდა. (რაზეც ვითომ უარი თქვა) ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა”, - წერს ნადირაშვილი სოციალურ ქსელში.
გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება ვაშაძემ ცოტა ხნის წინათ, პარლამენტში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.