"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ბურჭულაძემ ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, ბაღდათსა და ვანში „საქართველოს განვითარების ფონდის“ ოფისები გახსნა. ფონდის დამფუძნებელმა და ორგანიზაციის წევრებმა ადგილობრივებთან შეხვედრებიც გამართეს. მათ შეკრებილ მოსახლეობას ფონდის სამომავლო მიზნები და გეგმები გააცნეს. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა და საზოგადოებას ამ პრობლემების მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.
"კონკრეტულად მოუყევით ჩვენ თუ რას წარმოადგენს ჩვენი გუნდი, თუ რისთვის მიისწრაფის რა გეგმები აქვს, დიდი მოთხოვნაა ხალხში რომ ეს ფონდი გარდაიქმნას პოლიტიკურ პარტიად, მე ამაზე ჯერ ვერ უპასუხე მათ, მაგრამ ალბათ მაისის თვეში პასუხი გვექნება. მთავარია, რომ ხალხს მომავლის იმედი აქვს, გაუჩინეთ ყოველ შემთხვევაში დღეს და იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ ერთად უკეთესობისკენ შევცვლით ცხოვრებას", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.