გოგა ხაჩიძე: ჯობია, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მესიჯ-ბოქსი შეცვალოს
05-05-2016, 04:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” წევრი გოგა ხაჩიძე გიორგი ვაშაძის ”ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძემ გაიმეორა ის, რაც ერთი წლის წინათ "გირჩმა" განაცხადა.

 


”მე მიმაჩნია, რომ ქვეყნის პოლიტიკური კულტურისთვის არ იქნება კარგი ამბავი, თუ ”ნაციონალური მოძრაობა” გაქრება ზოგადად პოლიტიკიდან, თუმცა ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, როცა ჩვენ წამოვედით, რომ არ ხდება პარტიის განახლება, ეს პრობლემა რჩება და თავის შედეგებს კიდევ მოიტანს. ჯობია, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მესიჯ-ბოქსი შეცვალოს. ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება და ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ რაღაცას ემსახურება - ეს მესიჯი შესაცვლელია, ცოტა უფრო ლოგიკური განცხადებები უნდა გააკეთონ. თუ არ უნდათ, რომ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურონ, ნება იბოძონ, გახსნან პარტიის კარები და განაახლონ პარტია. თუ არადა ისხდნენ მაშინ და იყვნენ, გაგრძელება არ უნდათ? მე მინდა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ბოლოში to be continue მიეწეროს, მაგრამ არ აწერენ და... ჩვენ ამას ვითხოვდით მაშინ, როცა პარტიაში ვიყავით. პრაიმერიზის დროს მთელი წელი ვითხოვდით, რომ პარტია უნდა განახლებულიყო. ვანო მერაბიშვილის გამოსვლის მთავარი მესიჯი 19 აპრილს ის იყო, რომ პარტია განახლდება, მაგრამ არ ანახლებენ”, - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

 


გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება ვაშაძემ ცოტა ხნის წინათ, პარლამენტში გააკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი