სერგო რატიანი ვაშაძეზე - ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება
05-05-2016, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სერგო რატიანი გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების საკითხს ეხმაურება. რატიანი აცხადებს, რომ ვაშაძის გადაწყვეტილება მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მისი განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები, მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განახლების პრინციპი.

 

„ამის გამო ფრაქციისა და პარტიის ლიდერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა სიის სათავეში ადგილი დაუთმოს საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამრჯვების შემდგომ ქვეყნის ფორმირებაში. ამ ფონზე გიორგი ვაშაძის ან ნებისმიერის სურვილი, აუცილებლად წარმოდგენილი ყოფილიყო სიის ათეულში, არ იქნა გაზიარებული. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია”, - განაცხადა სერგო რატიანმა.

 

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება.

 

„ვინც საკუთარი ამბიციების და მითუმეტეს, ათეულში ყოფნის გამო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშვილს ვერ უშველის, ჩვენ მას ქართველ ხალხთან ერთად ოქტომბრის არჩევნებში დავამარცხებთ“, - განაცხადა რატიანმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი