ზვიად ძიძიგური ვაშაძეზე - „ნაციონალებში“ კრიზისია
05-05-2016, 04:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის აზრით, ”ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ვაშაძის წასვლა შესაძლოა პარტიაში არსებულ კრიზისზე მეტყველებდეს.

ძიძიგურმა განაცხადა, რომ პარტია ”ერთი კაცის პრინციპით” იმართება.

 

”გიორგი ვაშაძე არ იყო ”ნაციონალური მოძრაობის” რიგითი წევრი, ის იყო ახალგაზრდა ლიდერი და მისი მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, ალბათ, პარტიაში არსებული პოლიტიკური კრიზისია. ის რომ, ‘’ნაციონალურ მოძრაობაში’’ არის ერთკაციანი მმართველობა, არ არის ახალი - ეს ერთი კაცი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ დედიმისის შვილია და ”ნაციონალურ მოძრაობაში” რამე გაბედონ მისი სიტყვის გარეშე,’’- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი მმართველი პარტიის მხრიდან გიორგი ვაშაძესთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა, ძიძიგურის თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.

 

”ჯერ კარგად წავიდეს და მერე ვილაპარაკოთ ამ საკითხზე. ამ ეტაპისთვის რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე საუბარი არასერიოზული მგონია”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

გიორგი ვაშაძემ ”ნაციონალური მოძრაობის’’ დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი