გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი გიორგი ვაშაძის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო გადაადგილებები ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.
"მე არც გამხარებია და არც მწყენია ეს ინფორმაცია, ნეიტრალურად მივიღე. პარტიებს ტოვებენ ან არ ტოვებენ. მე მგონია, რომ ეს არც პროცესის დასაწყისია და არც დასასრული. ამ პროცესში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ან დატოვებენ ამა თუ იმ პარტიას, ან არა",- განაცხადა აგულაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.