მანანა კობახიძე - ”ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილებაა
05-05-2016, 05:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მანანა კობახიძე გიორგი ვაშაძის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვების საკითხს ეხმიანება. კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია განხეთქილებაა. კობახიძემ დღესვე აღნიშნა, რომ თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის გენერალური მდივანი ზურაბ ჯაფარიძეც გაემიჯნა.

 

”დიდი ხანია ამ პარტიაში არის განხეთქილება. თავის დროზე ეს პარტია გენერალურმა მდივანმა დატოვა. ზურაბ ჯაფარიძე გენერალური მდივანი იყო, მათ გაემიჯდა და შექმნა თავისი პარტია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. პარტიის თავმჯდომარე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მან დატოვა სამშობლოც, პარტიაც, ყველა და ყველაფერი. კარგია, რომ ეს ქვეყანა დატოვა. შიგნით პარტიაში რა არეულობა აქვთ ნაკლებად მაინტერესებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ წინასაარჩევნოდ ალბათ იქ არის დავა სიაში ადგილებზე, მაჟორიტარ კანდიდატებზე. მთელი რიგი თემებია თანამდებობების გადანაწილების, თუნდაც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში, რაშიც ალბათ ვერ თანხმდებიან და ეს არის მიზეზი”, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

 

გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ დახურული კაბინეტური სისტემა, მისი ბუნებიდან გამომდინარე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირეა და პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს ემსახურება.

 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, “ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი