ბოტანიკურ ბაღთან და 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით, როგორც ეკონომისტი, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.
"აღნიშნული ქმედებების შედეგად დამატებითი სარგებელი თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა ნახა, რომელმაც გაცილებით უკეთესი ტერიტორია მიიღო, ვიდრე მის საკუთრებაში იყო და ძალიან მარტივად გაკეთდა წითელი ხაზების კორექტირების ინსტრუმენტის გამოყენებით, კანონმდებლობის სრული დაცვით ისევე, როგორც ინვესტორს შესაძლებლობა მიეცა განახორციელოს პროექტი, რომლითაც პირველ რიგში სარგებელს დედაქალაქი ნახავს. გაჩნდება დამატებითი ახალი ობიექტი, დამატებითი ადგილი ტურისტებისათვის და ეს ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც განვითარდება, რადგან გამწვანების კომპონენტსაც ითვალისწინებს", - განაცხადა ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.