საზოგადოებრივი კვების ობიექტებში 83 დარღვევა, მათ შორის, 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე საზოგადოებრივი კვების 118 ობიექტში ჩაატარა გეგმური ინსპექტირება, არაგეგმური კონტროლი ჩატარდა 47 მათგანში. დოკუმენტურად შემოწმებულია 591 სწრაფი კვების ობიექტი, საცხობი, პურ-ფუნთუშეულის წარმოება. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლისას გამოვლინდა 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა. არაკრიტიკული დარღვევების გამოსასწორებლად ბიზესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია და გონივრული ვადები, ხოლო კრიტიკულის გამო 7 მათგანს აეკრძალა სამეწარმეო საქმიანობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის სახელმწიფო კონტროლს. ინპექტირება ხორციელდება ყველა ტიპის საწარმოში, სარეალიზაციო ობიქტში, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკში. საზოგადოებრივი კვების ობიეტებში მიმდინარე წელს 756 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე ხორციელდება სათანადო რეაგირება, მოქმედებს საჯარიმო სანქციები, დარღვევების შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს ეძლევათ რეკომენდაციები და მათ გამოსასწორებლად გონივრული ვადები" - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.