საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა.
"პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემის საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, ალბათ, გაიმართება. მნიშვნელოვანია ორი რამ: ერთი, რომ ვიცოდეთ არჩევნების თარიღი და მეორე, დროულად ჩამოყალიბდეს საარჩევნო წესები“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.