გიორგი ვაშაძე პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახალ მოძრაობას ახალგაზრდებთან ერთად ქმნის. შევერდნაძის დროინდელი პოლიტიკოსები პარტიიდან უნდა წავიდნენ, განაცხადა ვაშაძემ.
პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას, ვაშაძემ განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ კაბინეტური ანკლავის მმართველობის ხელშია და შორს არის იმ იდეალებისგან, რაც მას საწყის ეტაპზე ჰქონდა.
ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ დახურული კაბინეტური სისტემა ივანიშვილის მმართველობას უწყობს ხელს.
“ახალ მოძრაობას ძალიან ბევრ ახალგაზრდა ადამიანებთან ერთად ვქმნი. მთავარი მიზანი იქნება საქართველოში მართლაც გაჩნდეს ახალი პოლიტიკური კლასი. შევარდნაძის თაობის პოლიტიკოსები პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ. უნდა მოვიდნენ ადამიანები, ვისაც აქვს ინოვაციები, იდეები, შეუძლიათ სიახლეების განხორციელება, შეუძლიათ ბევრი საქმის კეთება, არ არიან დაბოღმილი და დაპირისპირებაზე ორიენტირებული - აი, ეს იქნება პრინციპი. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეს ორგანიზმი (”ნაციონალური მოძრაობა”) ყოფილიყო მუშა, მოქნილი, მაგრამ დღეს, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ადამიანების კაბინეტური მმართველობის გამო ეს არის ორგანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილის არსებობას საქართველოში“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, როგორც მან განმარტა, ის იყო “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში, მაგრამ უარს ამბობს “ფასადური განახლებით პარლამენტში შესვლასა და გარანტირებულ ადგილზე“.
“ჩემთვის ეს მარტივი გადასაწყვეტი არ იყო. ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე არ მჭირდება უბრალოდ პარლამენტის მანდატი და სკამი პარლამენტში. მინდა წარმატებული საქართველო და ამას აუცილებლად გავაკეთებ“, - აღნიშნა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.