ავლაბრის რეზიდენციაში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას, მიწვევის მიუხედავად, არ ესწრება ფრაქცია „ეროვნული ფორუმი“.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხება საარჩევნო სიებს და ასევე საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე გადასვლას.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, არსებული საკონსტიტუციო ჩარჩოების პირობებში შესაძლებელია გარკვეული სახეცვლილებები მოხდეს, ანუ გადავიდეს სისტემა გერმანულ მოდელზე, თუმცა, ამას არ სჭირდება პარლამენტში 76 ხმა.
„ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ადრე გამოაცხადოს საარჩევნო თარიღი, ეს არის კარგი პრაქტიკა და ტრადიცია, რომელიც ახალმა პრეზიდენტმა დააწესა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში, ასევე საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაშიც. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ გამოხატავს არანაირ მზადყოფნას იმისათვის, რომ აამოქმედოს საარჩევნო რეგულაციები, ვინაიდან მათ აქვთ დიდი მოტივაცია და სურვილი, რომ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი. სხვა ვერაფრით ვერ ვხსნით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.