მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული, ჩემს თავს ვთვლი მის მეგობრად, დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს, - აღნიშნული განცხადება ”პალიტრანიუსთან” ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
”მე არა ვარ ის ადამიანი, რომ ვინმეს მიერ მართული ვიყო. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა, რომელმაც ჩამოალაჩანდურა ეს ქვეყანა და ხელისუფლებაში მოიყვანა ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ. ჩემი განწყობები ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ყველამ ძალიან კარგად იცის. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია, რადგან საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაიჯერებს”, - განაცხადა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.