დავით ნარმანია საბავშვო ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორების თემას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ არ არის აუცილებელი მერის ყველასთან შეხვედრა.
თბილისის მერიაში დღეს გათავისუფლებულ ბაგა-ბაღების დირექტორებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ. მედია დაინტერესდა, რატომ მოხდა გათავისუფლებული დირექტორების მერიის სხვა სამსახურში გადამისამართება, რომელიც აღნიშნული პირების პრობლემებს ვერ გადაჭრის.
ნარმანიამ განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდა და აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებული დეტალები მისთვის უცნობია.
„შეხვდნენ და ისაუბრეს. შეხვედრას წინ არაფერი არ უდგას. არ არის აუცილებელი შეხვდეს მერი ყველას. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს და მათ ვიცი, რომ აქვთ პრეტეზია, მიმართონ სასამართლოს. ეგერ არის სასამართლო, ეგერ არის მოქმედი საპროცესო წესები და ნორმები. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენ მათ დავემორჩილებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესი შესაძლოა დროში გაგრძელდეს, რადგან სასამართლოს თავისი წესები და ვადები აქვს. მანამდე კი საბავშვო ბაღები ახალი დირექტორების დანიშვნის გარეშე ვერ დარჩებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.