ნინო ბურჯანაძე: უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოსაპოვებლად რეალობა შეიქმნას
11-07-2014, 06:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერები საკრებულოებში მათივე კოალიციიდან არჩეულ კანდიდატებს შეხვდნენ და მათთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილეს.

 


შეხვედრაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობასა და უცხოელებზე მიწების გასხვისებაზე საკანონდებლო რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.

 

 

როგორც კოალიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, საკრებულოებში არჩეულმა კანდიდატებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის მიცემული დანაპირების შესრულება აიძულონ.

 


"დღევანდელ შეხვედრაზე ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე. ვსაუბრობთ იმაზე, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ხელისუფლებას მოსვენება დაუკარგონ, ვიდრე იმ დანაპირებს არ შეასრულებენ, რაც მოსახლეობას მისცეს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ადგილებზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოსაპოვებლად რეალობა შეიქმნას", - განაცხადა კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

 

 

ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანას მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი პარლამენტი ჰყავდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი