ბოკერია-გაბაშვილს, დავით ბაქრაძის ჩართულობით, პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის ”ჩაჩოჩების" მცდელობა ჰქონდათ,- აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, გიორგი ვაშაძემ PALITRANEWS-სთან გააკეთა.
"კაბინეტური მართვის ჯგუფს უნდა, რომ თავიდან ბოლომდე ხელში ჩაიგდოს ეს პოლიტიკური მოძრაობა. მათ ნამდვილად არ აინტერესებთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლისგანაც მოდის ”ნაციონალური მოძრაობა” და ის ენერგეტიკა, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალას აქვს. ხალხს ენთუზიაზმი დაუკარგეს. ამ ადამიანების ინტერესში არ შედის სააკაშვილი, როგორც აქტიური ადამიანი პოლიტიკაში”, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, დავით ბაქრაძე არის ერთ-ერთი საკვანძო ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს კაბინეტურ მმართველობას ”ნაციონალური მოძრაობის” შიგნით.
”მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებსაც ცხოვრებაში არც ერთი საქმე თვითონ არ გაუკეთებიათ. დამისახელეთ სამი რეფორმა, რომელიც დავით ბაქრაძეს გაუკეთებია და კი ბატონო”, - აღნიშნა ვაშაძემ.
ვაშაძის აზრით, დავით ბაქრაძის მონაცემები სოციოლოგიურ გამოკითხვებში ხალხის ზოგად დამოკიდებულებას ასახავს და არ ამის პოლიტიკურ რეიტინგს.
”მე ვფიქრობ, რომ ეს რეიტინგები არ ასახავს მოსახლეობის აზრს. ეს არის ზოგადი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. მე თუ არავის გავაკრიტიკებ, თუ რეალურად პრობლემაზე არ ვისაუბრებ, თუ რეალურად არ ვიტყვი, რა სიტუაცია, ყველა იტყვის: ნუ, კაი ბიჭია. მერე რაა? ეს გარდაიქმნება როდესმე რეიტინგში? - არასდროს. ბაქრაძის მიმართ სწორედ ეს დამოკიდებულებაა. იყო ოპოზიციის ლიდერი, მერე რა? ვის აწუხებს, ვის რაში აინტერესებს? ავიწყდება ხოლმე ხალხს, რომ არსებობს ასეთი პოლიტიკური ფიგურა. მე ხომ არაფერს ისეთს არ ვამბობ, რასაც ხალხი არ ფიქრობს. პოლიტიკოსის და ნებისმიერი ადამიანის რეიტინგი ყალიბდება მისი მკაფიო პოზიციიდან გამომდინარე და არა - თამაშიდან გამომდინარე”, - განაცხადა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.