გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, ბორის სილევიჩსა და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა
05-05-2016, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, ბორის სილევიჩსა და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.

 


საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დადგენილებაზე, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესი და ხაზი გაესვა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებზე და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გამოითქვა იმედი, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩაივლის.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი