ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთმა მეწილემა მაკა ასათიანმა 25%-იანი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებული საკუთარ კომპანიას ”მედია ფინანს გრუპს” გადაუფორმა, - განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ. მისივე განცხადებით, მაკა ასათიანს ტელეკომპანია ”მაესტროში” საკუთარი წილი არ გაუყიდია.
”ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია ”მედია ფინანს გრუპი” არის მაკა ასთიანის კუთვლილი. თითონ არის ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და ერთადერთი დამფუძნებელი. მასზე გადააფორმა წილი თავისი წილი, რომელიც ”მაესტროში” ჰქონდა. წილი არ გაუყიდია, არამედ თავისივე კომპანიას გადასცა, კაპიტალში შეიტანა”, - განაცხადა გვენეტაძემ.
კითხვაზე, რამ განაპირობა ”მაესტროს” წლის გადაფორმება ამ კომპანიისთვის, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ”ეს არანაირად არ უკავშირდება ”მაესტროში” ბოლოს განვითარებულ მოვლენებს”.
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შპს ”სტუდია მაესტროს” წილების მფლობელები შემდეგნაირად ნაწილდება - 15%- მამუკა ღლონტი, 5% - ეკატერინე აკობია, 55%- გიორგი გაჩეჩილაძე და 25% - ”მედია ფინანს გრუპ ბი.ვი”, ნიდერლანდები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.