თინა ხიდაშელი: ორი ძალიან საინტერესო დღე ელოდება საქართველოს, 26 მაისი და შემდეგ 27 მაისი
05-05-2016, 08:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ორი ძალიან საინტერესო დღე ელოდება საქართველოს, 26 მაისი და შემდეგ 27 მაისი“- აღნიშნული განცხადება საქრთველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა GDS-ის ეთერში გააკეთა.

 

 

„აღლუმი ისეთი როგორიც გვესმის ჩვენ არ იქნება, მაგრამ 26 მაისი იქნება სამხედრო კომპონენტი პრაქტიკულად სრულად, ეს იქნება ფიცის დადება სწორედ იმ ახალგაზრდების მიერ რომლებიც თავისი ნებით მოდიან ქართულ ჯარში და რომლებიც ამთავრებენ სწორედ 25-ში იმ პროგრამას რომლის შემდეგაც უკვე შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან" - აღნიშნა ხიდაშელმა.

 

 

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საზოგადოებას 26 და 27 მაისს საინტერესო გასართობი ღონისძიებები ელის.

 


„ჩვენ გვექნება ფიცის დადების ახალი კომპონენტები საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქიდან ჩართვით და, მე ვფიქრობ, რომ ორი ძალიან საინტერესო დღე ელოდება საქართველოს, 26 მაისი და შემდეგ 27 მაისი როდესაც თავდაცვის სამინისტრო უკვე ძველ იპოდრომის ტერიტორიაზე მთელ თბილისს, მთელ ქართველ საზოგადოებას შესთავაზებს ძალიან საინტერესო ღონისძიებას მთელი დღის განმავლობაში იმისათვის, რომ გაერთონ და ეს ერთობა ჯარსა და საზოგადოებას შორის შედგეს ყველაზე უფრო საინტერესო ფორმით, მათ შორის პატარა ბავშვებით დაწყებული, ზრდასრულებით დამთავრებული“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი