საარჩევნო კოდექსში ე.წ გერმანული მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, პარლამენტში ახალი ინიციატივა შევიდეს
05-05-2016, 09:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო კოდექსში ე.წ გერმანული მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მომავალ კვირას პარლამენტში ახალი ინიციატივა შევიდეს.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა არ გამორიცხა, რომ ფრაქცია რომელიც აღნიშნული საკითხის ინიცირებას მოახდენს, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს. 

 

 

თავის მხრივ, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციას უკვე აქვს წარმოდგენილი გერმანული მოდელი, როგორც სარეზერვო ვარიანტი, თუკი საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება ან მისი მიღება დროში გაიწელება.

 

 

„თუ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება დროში გაიწელება, ჩვენ გავხდებით მოწმე ახალი ინიციატივისა, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება ე.წ. გერმანული მოდელის დანერგვის ვარიანტის დასამკვიდრებლად. თუმცა, არის კონსულტაციები დაწყებული, პირადად მე მაქვს საპარლამენტო ფრაქციების დიდი მხარდაჭერის იმედი და მომავალი კვირიდან შესაძლოა ახალი ინიციატივის მომსწრეც გავხდეთ პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის მრჩევლებსა და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შორის დაახლოებით ორსაათიანი დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები, თუმცა იქ იმყოფებოდნენ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი