რადგან პროკურატურა აკეთებს განცხადებას, რომ დაიწყო დევნა კონკრეტული პირების მიმართ, ე.ი ამის საფუძველი აქვს, - აღნიშნული განცხადება მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ გააკეთა.
”რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას ბესარიონ ხარძიანის მიმართ განხორციელებულ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ეხება - ჯერ კიდევ ბესარიონ ხარძიანის სიცოცხლეში იყო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული და გარკვეულწილად მაშინ დადგინდა პირთა ის წრე, რომლებიც შეიძლებოდა სავარაუდოდ ყოფილიყვნენ აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირები”, - განაცხადა სალაყაიამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.