თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა 15-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ.
გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია სამართალდამცველებმა 2006 წელს დააკავეს. მათ "თელასის" მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდება წარედგნიათ და უვადო პატიმრობა მიესაჯათ.
სასჯელის ათვლა დაკავების დღიდან იწყება. ადვოკატები ორივე პატიმრის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
2002 წელს "თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე ბახტრიონის ქუჩაზე მოკლული იპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.