უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა იმედს გამოთქვამენ, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გადაწყვეტილებას მხოლოდ კანდიდატების ცოდნის, განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით მიიღებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, საჭიროა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არასწორია, როცა მოსამართლეთა გამწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კანდიდატურების კვალიფიკაციის, თუ სხვა საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით. საკითხის ამგვარად დაყენება შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის სტატუსს და სამართლანი სასამართლოს იდეას. კულუარული გარიგებები ვერ უპასუხებს სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ და დაამატა, რომ საზოგადოება სამართლიანი მართლმსაჯულების მოლოდინშია.
კითხვაზე, თუ რას გეგმავენ მოსამართლეობის კანდიდატები იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი მათ კანდიდატურებს ჩააგდებს, ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ მათ გაიარეს ყველა დადგენილი პროცედურა და მზად არიან საგნობრივი და შინაარსობრივი სახის დისკუსიაში კიდევ ერთხელ ჩაერთონ და ყველა კითხვას ამ თემის ირგვლივ პასუხი გასცენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.