მოსკოვში ახალი ამბების ახალი ამბების ნაციონალური სააგენტოს რედაქტორი, ალექსანდრ რუბცოვი მოკლეს. 35 წლის ჟურნალისტის ცხედარი მისმა დედამ 3 მაისს რუბცოვის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინა.
ჟურნალისტი სასტიკად იყო ნაწამები. მას კისრისა და ზურგის არეში ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. სახლიდან ძვირფასი ნივთებია წაღებული. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელი ალექსანდრე რუბცოვის ნაცნობი იყო.
ჟურნალისტი ეჭვმიტანილთან ერთად სათვალთვალო კამერამ მაშინ დააფიქსირა, როდესაც ისინი რუბცოვის სახლის სადარბაზოში შედიოდნენ. სამართალდამცველები მისი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.