ჩრდილოეთ კორეა ათწლეულების განმავლობაში თავის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ღონისძიებას მართავს, სადაც ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი მის სტატუსს განიმტკიცებს და თავის ხედვებს ჩამოაყალიბებს.
ღონისძიება ქორეოგრაფიულად დადგმული შოუს თანხლებით გაიმართება და მასში ათასობით დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. როგორც BBC წერს, ეს იქნება კიმ ჩენ ინის არაოფიციალური კორონაცია.
BBC-ს ჟურნალისტი სტივენ ევანსი ფხენიანიდან იუწყება, რომ კიმ ჩენ ინი დარბაზის შიგნით იმყოფება და ღონისძიების ადგილას გვარდიელები არიან ჩამწკრივებული.
ეს არის ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის მე-7 შეკრება, რომელიც 1980 წლის შემდეგ პირველად იმართება. მოქალაქეებს ფხენიანის ცენტრალურ მოედანზე ყვავილები მიაქვთ და პატივს მიაგებენ დღევანდელი ლიდერის, კიმ ჩენ ინის მამისა და ბაბუის ხსოვნას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.