პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სოლიდარობის ფონდში თანხების შეტანა გრძელდება. იგი საწყის ეტაპზე ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების, ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე იქნება ორიენტირებული.
მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სოლიდარობის ფონდში ხელფასიდან ყოველთვიური შენატანის განხორციელების სურვილი უკვე გამოთქვეს. ინიციატივას თანამშრომელთა უმრავლესობა შეუერთდა. თანხის ყოველთვიურად გადარიცხვას ასევე განახორციელებენ ეკონომიკური საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრები, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების, ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. პაციენტები საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას ხშირად სათანადო სახსრების არქონის გამო ვერ ახერხებენ.
თუ სოლიდარობის ფონდში ყოველთვიური შენატანი 170 000 ლარს მიაღწევს, 18 წლამდე ონკოჰემატოლოგიური პაციენტების მკურნალობის პრობლემა გადაიჭრება. ყოველთვიური 1 400 000 ლარიანი შემოსავლის პირობებში კი ონკოლოგიური სერვისების მიწოდება ზრდასრულ მოსახლეობაშიც სრულად იქნება უზრუნველყოფილი. საწყის ეტაპზე ფონდი ბენეფიციარებს სამკურნალოდ გამგზავრებაში დაეხმარება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მკურნალობის ანალოგიური სერვისების საქართველოში უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
სოციალური პრობლემების გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაცი IFFIm, UNITAID, Product (Red) და სხვა, ბოლო წლებში აქტიურად იყენებენ დაფინანსების ინოვაციურ, არასაბიუჯეტო მექანიზმებს.
სოლიდარობის ფონდის პროექტი საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა.
პროექტის ადმინისტრაციულ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს. ფინანსური გამჭვირვალობისა და თანხების მიზნობრივად განკარგვის უზრუნველსაყოფად კი სპეციალური კომისია იმუშავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.