ვფიქრობ, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრსაც ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, მაგრამ საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს, - აღნიშნული განცხადება აშშ-ს თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილემ, მაიკლ კარპენტერიმ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში გაკეთა.
”ნატო-სა და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. საქართველო ნატო-ს ავღანეთის მისიაში შეიარაღებული ძალების მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. მან იქ 850 ჯარისკაცი წინაპირობების გარეშე გააგზავნა. ქართველი ჯარისკაცები ძალიან უნარიანი მეომრები არიან. დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთში და იქამდე ერაყში. საქართველო ნატო-ს ერთადერთი არაწევრი მოკავშირეა, რომელიც ნატო-ს სამხედრო მისიაში მონაწილეობს. ამგვარად, საქართველო ნატო-ს სხვადასხვა ინიციატივებში აქტიურადაა ჩართული. ველოდები, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდება, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცელ პაკეტზეც იქნება საუბარი, ნატო-ელი მოკავშირეები კი ორმხრივ ფორმატებში ითანამშრომლებენ საქართველოსთან.
შევეცდებით, დავეხმაროთ საქართველოს, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. დღეს ის ბევრად უფრო თავსებადია ნატო-სთან, რასაც ნატო-ს მისიებში მისი მონაწილეობა ადასტურებს. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს”, - აცხადებს კარპენტერი.
კითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას თავდაცვისა და სამხედრო სფეროში, კარპენტერიმ უპასუხა, რომ საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობები შესანიშნავ დონეზეა.
"ჩვენ ამ ურთიერთობაში ვაფასებთ ჯარისკაცების შთამბეჭდავ რიცხვს, რომელიც საქართველომ ავღანეთში გაგზავნა. ისინი საუკეთესო ჯარისკაცები არიან. საქართველომ 30 მეომარი დაკარგა და დაახლოებით 300 დაუშავდა. საქართველო თავს არ ზოგავს. ჩვენ ყოველ წუთს მადლიერნი ვართ მისი. ქართველი ჯარისკაცები უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალშიც მკურნალობენ. ამგვარად, საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლის უშუალო თვითმხილველნი ვართ. ვფიქრობ, საქართველოსთან ერთად უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. ვმსჯელობთ, თუ რა ერთობლივი წვრთნები დავუმატოთ უკვე არსებულ ფორმატებს, რომელთა მიზანი ავღანეთის მსგავსი საექსპედიციო მისიებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებაა. აგრეთვე ვფიქრობთ, რა დამატებითი საშუალებები არსებობს, რათა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დავეხმაროთ" - განაცხადა კარპენტერიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.