საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ ე.წ კაბელების საქმეზე, ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
”კაბელების პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და ბრალდების მხარემ ამ საქმეზე წარადგინა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ეს დადასტურდა არამარტო წინასწარი გამოძიებით, არამედ სასამართლოში ჩატარებული გამოძიებით, კონკრეტულად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.
ჩვენი პოზიცია არის მყარი და ერთადერთი მოლოდინი არის გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ბრალდებულის მიმართ,” - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ე.წ ”კაბელების საქმეზე” დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.