მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ”საევაკუაციო ნაგებობები“ მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია ქალიაშვილმა და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი კლდის ფერდზე 208,80 მეტრი სიგრძის და 2.25მ სიგანის საევაკუაციო დერეფნის მშენებლობას ითვალსწინებს.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება.
”საევაკუაციო დერეფანი, სტიქიის შემთხვევაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლეთა და საბაჟო-გამშვები პუნქტსა და მიმდებარე მშენებარე ობიექტებზე დასაქმებულთა ევაკუაციის ადგილამდე უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუშაოები 2015 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 200 ათასი ლარია.
მშენებლობაზე დასაქმებულია 50 ადამიანი. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.
მყინვარ დევდორაკზე, განთავსებულ სპეციალური საგუშაგოში 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული. განგაშის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად უზრუნველყოფენ სტიქიის ზონაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას”, - განმარტავენ სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.