ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ეს მიანიშნებს იმაზე რომ კოდექსმა გაამართლა, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ UNICEF-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის კონფერენციაზე.
კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემატიკას შეეხებოდა და წარდგენილი იყო ამ მიმართულებით პროკურატურის მუშაობის შედეგები, არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი მიზეზების ამსახველი ანალიზი, სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები.
”მე თან მაქვს სტატისტიკა, რომლითაც მსჯავრდებულთა რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი. ხშირია ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა როგორც პროკურატურის მხრიდან, ასევე სასამართლოს აქვს შესაძლებლობა დაუბრუნოს პროკურატურას განრიდების ღონისძიებების გამოყენებისათვის საქმე. ამ მხრივ საამაყოა, რომ ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა ზოგადად საგრძნობლად იკლო. ეს მიანიშნებს იმაზე რომ კოდექსმა გაამართლა”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.