სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა, რომ საქართველოს არაფრის არ უნდა ეშინოდეს, გადარჩება და ბედნიერი იქნება.
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და წმინდა გიორგის ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
უწმინდესის თქმით, წმინდა გიორგის ცხოვრება არის საოცრება. მისივე განცხადებით, წმინდა გიორგი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, იგი ძალიან უყვარდა დიოკლიტიანეს, რომლის მხედართმთავარი იყო, თუმცა ქრისტესადმი ერთგულების გამო შემდეგ წმინდა გიორგის მიმართ სიყვარული დიოკლიტიანეს სიძულვილად გადაექცა.
პატრიარქის თქმით, ნაწამებ წმინდა გიორგის საკანში უფლის ხმა მოესმა - „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ“.
„წმინდა გიორგი არის სიმბოლო საქართველოსი. საქართველოს არ უნდა ეშინოდეს არაფრის, საქართველო გადარჩება და ბედნიერი იქნება, რადგან წმინდა გიორგის მეშვეობით ღმერთი იფარავს საქართველოს“, - განაცხადა უწმინდესმა ქადაგებისას.
პატრიარქმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ კვირაცხოვლობას სამების ტაძარში გაიმართება საყოველთაო ნათლობა, სადაც პატრიარქის ნათლული კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.