ვიქტორ დოლიძე მთავარ პროკურორს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს
06-05-2016, 03:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ამ საქმეზე პროკურატურას არავითარი უტყუარი მტკიცებულება არ გააჩნია.

 

"მინდა ვუთხრა პირადად ირაკლი შოთაძეს და მათ, ვინც უშუალოდ ამ საქმეშია ჩართული - ზეწოლა, რომელსაც იგი ამ შემთხვევაში საკუთარი განცხადებით ახორციელებს სასამართლოზე, პირადად მას არაფერს მოუტანს. არანაირი უტყუარი მტკიცებულებები პროკურატურას არ გააჩნია. ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, რომელიც პროკურატურამ გადადგა. ეს მთელმა საქართველომ იცის და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორი ამგვარ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, იმედია, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

ე.წ. კაბელების საქმეზე, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგება. დასკვნითი სიტყვის შემდეგ მხარეებს განცხადებების გაკეთების საშუალება ექნებათ, ხოლო შემდეგ უკვე ბრალდებულები იტყვიან საბოლოო სიტყვას. ამის მერე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი