საქართველოს ზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება
06-05-2016, 03:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შავი ზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების, კოღოების გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მერაბ ლიპარტია ესწრებოდნენ.

 

 

დაგეგმილი სამუშაოები შავი ზღვისპირა საკურორტო ზონაში ანაკლიიდან სარფამდე ღონისძიებების გატარებას გულისხმობს.

 

 

წინასწარ შერჩეული ე.წ კრიტიკული ზონები, შესაბამისი ტექნოლოგიებით დამუშავდება. დავით სერგეენკოს განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო შენობის შიდა არეალებს ადამიანისთვის უსაფრთხო ნივთიერებით დაამუშავებს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამის სამუშაოებს კოღოების გავრცელებისა და გამრავლების მაღალი რისკის მქონე არეალებში, ტყისპირა ზონებსა და წყალსატევებში ჩაატარებს.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამის ფარგლებში კოღოს საწინააღმდეგოდ, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში 2 ათას ჰექტრამდე ტერიტორიის დამუშავებას გეგმავს. დამუშავდება წყალსატევები და ღია სივრცეები, წყალსატევები ბიოპრეპარატებით, ხოლო ღია სივრცეები - „თერმული ნისლის" მეთოდით.

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით კი, წელს საკურორტო ზოლში ორჯერ დამუშავდება 3 მილიონ 500 000 კვადრატული მეტრის შენობების ფართობი ანუ ჯამში 7 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი.

 


ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დამუშავდება ასევე საოჯახო სასტუმროები, ბრენდული სასტუმროები კი თავად უზრუნველყოფენ მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარებას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი