ეკა ბესელია: არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, როცა სამართალდამცველთა შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება არ დაიწყო
06-05-2016, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, როცა სამართალდამცველთა შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება არ დაიწყო" - აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ომბუდსმენის მიერ წარდგენილ ანგარიშზე კომენტირებისას გააკეთა.

 

 

„სახალხო დამცველი არ ამბობს, რომ გამოძიება არ ხდება. ანგარიშში ის ამბობს, რომ გამოძიების შედეგები არ არის მისთვის ცნობილი. ჩვენ ვაკვირდებით მომხდარი მსგავსი ფაქტების დროს გამოძიება იწყება და მიმდინარეობს თუ არა. მე არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, რაც ჩვენთვის არის ცნობილი. შესაძლებელია იყოს სხვა ფაქტები, რაზეც გამოძიება არ დაიწყო და ჩვენთვის არ არის ცნობილი. ვაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას, რომ შედეგი დადგეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვიყოთ, როდესაც ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ იქნება ძალადობა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილი ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები გაიზარდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი