"ქართული ოცნება" და ირაკლი ოქრუაშვილი სინქრონულად მოქმედებენ" - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გორის საკრებულოში გააკეთა.
ალასანია საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისი პარტიის წარმომადგენლის, თამარ თედლიაშვილის მხარდასაჭერად მივიდა, რომლის იმპიჩმენტის საკითხსაც დეპუტატები დღეს განიხილავდნენ.
"ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არჩევნებში დავამტკიცებთ, რომ ”თავისუფალ დემოკრატებს” საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს”, - განაცხადა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.