„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ - საქართველოში ხშირად ირღვევა დასაქმებულთა უფლებები
06-05-2016, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ლაშა გიორგაძემ და CCI-ის იურისტმა თეიმურაზ შონიამ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე შრომით უფლებებთან დაკავშირებით ანგარიში და სოციალური კლიპი წარადგინეს. კლიპი ეხება შრომითი უფლებების დარღვევას.


„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ ეხმაურება საქართველოში არსებულ პრობლემებს, რომელსაც შრომითი ურთიერთობების დროს დასაქმებული პირები ხშირად აწყდებიან.

 

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობის პროცესში თავი იჩინა რამდენიმე ძირითადმა პრობლემამ, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სამსახურში მიღების დროს დისკრიმინაცია და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების გარეშე დატოვება.


”მუშაობის პროცესში, ასევე გამოიკვეთა ორი ერთმანეთთან გადაჯაჭვული წინაპირობა, რაც დიდ გავლენას ახდენს შრომითი უფლებების დარღვევაზე. პირველი ეს არის ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ფონი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის დაუსაქმებელი, არ აქვს სტაბილური შემოსავალი და აქტიურად არიან სამსახურის ძიების პროცესში ჩართულნი. მსგავს სიტუაციაში პოტენციური დასაქმებული თანახმაა ნებისმიერ პირობაზე, რასაც მას შესთავაზებენ და თვალს ხუჭავს მისი უფლებების დარღვევებზე, რასაც შემდგომში დიდ სირთულეებთან მივყავართ. მეორე პრობლემა არის დამსაქმებელი, რომელსაც რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული არსებული რეალობა და ყველა ღონეს ხმარობს ამ რეალობის მისი ინტერესებისთვის მოსარგებად”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.


სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან უახლოეს მომავალში არსებითი ცვლილებების განხორციელება, რადგანაც ყოველ დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივად ირღვევა დასაქმებულთა შრომითი უფლებები.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი