მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა მოციქულების - პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. მორწმუნეთათვის დღეს პეტრე-პავლობის მარხვაც სრულდება.
წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით სხვა მოციქულთა შორის გამორჩეულნი არიან, რის გამოც, ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც "თავთა მოციქულთა".
მოციქულები ქრისტესთან სხვადასხვა გზით მივიდნენ. კერძოდ, პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. ისინი იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს ერთდრულად აღესრულნენ. პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.
პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გრძელდება, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე. წელს ის დაახლოებით, თითქმის ერთთვიანი იყო და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სრულდება.
მოციქულების - პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ახალი სტილით - 12 ივლისს აღინიშნება. მეორე დღეს კი, ეკლესია წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას - პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს, სვიმონ მოშურნესა და მატათას იხსენიებს. ასევე, აღინიშნება სვეტიცხოველის დღესასწაულიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.