საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს 11 მაისს ეწვევა, - ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდა.
ნოდარ ხადური ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ორი მიმოხილვის დაუსრულებლობის ერთ-ერთი მიზეზი საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის საკითხი იყო.
”ჩვენ მომავალ კვირას ველოდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, მართლაც პროგრამა ჯერჯერობითარ არის დასრულებული და ამის ერთ-ერთი მიზეზი საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის საკითხი იყო, რომელსაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ, მათ შორის, ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის თემა, 23 მილიონი ევროა ის თანხა, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიაზე, რომელსაც ველოდებით და მე იმედი მაქვს, რომ სავალუტო ფონდთან ძალიან კონსტრუქციულად გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას”, - განაცხადა ხადურმა.
როგორც ხადურმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 11 მაისს ჩამოვა.
”საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო პროცესი გვექნება მათთან ერთად და მუშაობის პროცესში გაგაგებინებთ რა იქნება”, - განაცხადა ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.