ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მოლოდინი აქვს, რომ 2016 წელი საქართველოში EBRD-ის „ისტორიული ინვესტირების“ წელიწადი იქნება.
განაცხადა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 25 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებაზე.
„ჩვენ ვგეგმავთ 400 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის ჩადებას და ეს იქნება უპრეცედენტო თანხა“, - განაცხადა ბალვანერამ.
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს როგორც საუკეთესო ქვეყანას რეფორმების თვალსაზრისით, საუკეთესო ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტების შემოღების კუთხით და EBRD-ის მანდატის მიღების კუთხით. ამგვარად, საქართველო არის ქვეყანა საუკეთესო საინვესტიციო გარემოთი და დიდი მომავლით. ჩვენ ვუყურებთ საქართველოს მომავალს ძალიან პოზიტიურად და ეს სწორედ ის არის, რის აღნიშვნაც ჩვენ გვსურს - EBRD-ისა და საქართველოს წარმატება“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.