"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გაზეთ Huffington Post-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთთან ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი საუბარი, საქართველოს დამოუკიდებლობისა და დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გარდა.
”საქართველოს განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძემ ამერიკულ გამოცემას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და მომავალ საპარლამენტო არჩევნებით რუსეთის შესაძლო დაინტერესებაზე ესაუბრა. ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარებაში და ქვეყნის პროდასავლური კურსის ურყევობაში აშშ-ს დიდი როლი ეკისრება. ”პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდის” ინფორმაციით, ბურჭულაძე წუხს, რომ სწორედ ინფორმაციის ნაკლებობისა და ქართული მხარის პასიურობის გამო აშშ ვერ მიაქცევს საკმარის ყურადღებას მის სამშობლოს კრიტიკულ მომენტში.
“საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება საქართველოს მომავალი მთავრობა. უახლოესი მომავლისთვის, ყველა მუსიკალური კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, საოპერო ბანი ახლა უკვე ახალი გუნდის სახეა, რომელიც „საქართველოს განვითარების ფონდის“ სახელითაა ცნობილი.“ - ნათქვამია წერილში.
სტატიის ავტორის თქმით, ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო სეზონი ახალ პოლიტიკურ თამაშში ჩართავს საქართველოს ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელს - რუსეთს. ბურჭულაძეს სურს, რომ ამერიკამ ყურადღება გაამახვილოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, იმისათვის, რომ უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება იმ ქვეყანაში, რომელიც ვაშინგტონის „სტრატეგიულ პარტნიორი“ და პრო-დასავლური განწყობისა და დემოკრატიული პოლიტიკის ბასტიონია რეგიონში.
„რუსეთთან შესაძლებელია ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე, გარდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსისა. ჩვენს არ გვსურს დაპირისპირება რუსეთთან და მნიშვნელოვანია, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარებაში აშშ უფრო აქტიურად ჩაერთოს” - განაცხადა ბურჭულაძემ Huffington Post-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.
სტატიის ავტორი აშშ-ში ფონდის ოფისების გახსნაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბურჭულაძის აქტიურობა შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის საქართველოსადმი ყურადღებისა და ინტერესის გაზრდას ემსახურება.
„დედაქალაქში ნოემბერში დაფუძნებული ”საქართველოს განვითარების ფონდი”, რომელსაც რეგიონული წარმომადგენლობები აქვს ქვეყნის მასშტაბით, ამერიკული მხარის მნიშვნელოვან დაინტერესებას იწვევს. ფონდის ოფისები გაიხსნა ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესშიც, რომლის მიზანია გამონახოს გზები საქართველოსთვის ამერიკული ინვესტიციებისა და დემოკრატიული მხარდაჭერის მოსაზიდად” - აცხადებს ჟურნალისტი.
ფონდის ინფორმაციით, კითხვაზე თუ რატომ გაჩნდა სწრაფი მოქმედების აუცილებლობა, ბურჭულაძე პასუხობს - „რუსეთის ზეწოლა ძალიან დიდია და ჩვენი მთავრობა შიშობს გადადგას შემდეგი ნაბიჯი, რაც ჩემი აზრით არასწორია“.
Huffington Post-ი პაატა ბურჭულაძის სამომავლო გეგმებზე და მის შესაძლო პოლიტიკურ გეგმებზეც წერს და აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ სულ რამდენიმე კვირაში მან ოფიციალურად განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.