დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტს და პრემიერს ვთხოვე არჩევნების დღის თაობაზე განაცხადი გაეკეთებინათ და არა ის, რომ აქტი მალე გამოეცათ
06-05-2016, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არჩევნების დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ის რაიმე კონსულტაციებში ჩართული არ არის. „მე ვთხოვე პრეზიდენტს და პრემიერს, რომ პოლიტიკური განაცხადი გაეკეთებინათ არჩევნების დღის თაობაზე და არა ის, რომ აქტი რაც შეიძლება მალე გამოეცათ“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

“მე ბოლო საუბარი ამის თაობაზე პრეზიდენტთან მქონდა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ის დაინტერესდა იმით, თუ რას ვგულისხმობდი მე პირადად, როდესაც რამდენიმე თვის წინ მივმართე პრეზიდენტს და პრემიერს იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა, რაც შეიძლება ადრე გამხდარიყო ცნობილი არჩევნების დღე. მე მას მოვახსენე, რომ ვგულისხმობდი ერთადერთ რამეს და არ შეიძლებოდა, მეგულისხმა რამე სხვა - ეს იყო პოლიტიკური განაცხადი იმის თაობაზე, რომელ დღეს იქნება არჩევნები. ეს სჭირდება ყველას, მათ შორის დამკვირვებლებს, კანდიდატებს, მედიას და მე ეს ვთხოვე პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ერთობლივად, რომ პოლიტიკური განაცხადი ამის თაობაზე რაც შეიძლება მალე გაეკეთებინათ და არა ის, რომ აქტი რაც შეიძლება მალე გამოეცათ. ეს იყო ჩემი პოზიცია და ეს რჩება ჩემს პოზიციად და ამის თაობაზე მოვახსენე პრეზიდენტს რამდენიმე კვირის წინ. ახლა მე ამ პროცესში მეტად არ ვარ ჩართული“, - განაცხადა უსუფაშვილი.

 

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი თავად მიიღებენ სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებას, თუმცა აცხადებს, რომ როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ეს არ არის იმ დონის კრიზისული მოვლენა, რომელმაც არჩევნებს შეიძლება, რაიმე გადამწყვეტი დაღი დაასვას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი