გიორგი ვაშაძე პარლამენტში მხარდაჭერებს ხვდება. დეპუტატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეონა ჭალიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე არიან ის ადამიანებიც, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატები დატოვეს.
„ოთხი წლის განმავლობაში მჯეროდა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაში” არსებობდა პერსპექტივა, დღეს კი ერთადერთ პერსპექტივად ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა მიმაჩნია. 2016 წლის არჩევნებში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შედეგებით ძალიან ბევრს გავაოცებთ. რაც შეეხება სიას, ამას გადაწყვეტს შიდა დემოკრატიული პროცესი. ცნობილ სახეებთან დაკავშირებით კი ვფიქრობ, რომ დღეს სრულიად ახალი სახეებია საჭირო“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.